22 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდმა, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ ჩემპიონატში მორიგი თამაში საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტთან გამართა.
შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, თამაშის პირველ პერიოდში კსუ-მ უპირატესობა მოიპოვა, თუმცა თამაშის ბედი, ბოლო, მესამე მონაკვეთში გაირკვა.
კსუ-ს გუნდს ლერი კვანტალიანმა 29, ვაკა ბიჭაშვილმა 16, ბაქარ გაბისიანმა 13 ხოლო ბექა ქარცივაძემ 10 ქულა მოუპოვეს. შეხვედრა ანგარიშით 79:65 - კსუ-ს გამარჯვებით დასრულდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება