კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა, სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტები საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონეთში იმყოფებიან.
კსუ-ს სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებმა კონსტანტინე ებრალიძემ და ალექსანდრე კალანდაძემ სოხუმისა და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, 3 მაისს, პოლონეთის კონსტიტუციის მიღების დღის აღსანიშნავად, ქალაქ კოლუშკში გამართულ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა.
პოლონელი ხალხი 3 მაისს დიდ ისტორიულ მიღწევად თვლის, რადგან ეს იყო ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეორე თანამედროვე კონსტიტუცია. ამ დღის აღსანიშნავად, ყოველ წელს, პოლონეთის დიდ თუ პატარა ქალაქში აღლუმი იმართება. ღონისძიებაში პოლონეთის სამხედრო დანაყოფები, ადგილობრივი თვითმმართველობები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოქალაქეები მონაწილეობენ.
კსუ-ს სტუდენტები მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პოლონური არმიის ფორმებში იყვნენ გამოწყობილები. ისინი პოლონელი ოფიცრების იმ დანაყოფს წარმოადგენდნენ, რომელიც საბჭოთა კავშირში იმ დროს შეიქმნა, როცა ტერიტორია გერმანელებისა და საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული.
აღლუმის დასასრულს, სტუდენტებმა, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პოლონელ გმირებს პატივი მიაგეს.
ქალაქის მერმა საქართველოს დელეგაციის წევრი სტუდენტები აღლუმის შემდეგ გამართულ ვახშამზე მიიწვია.
ვახშამზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერისიტეტის სტუდენტებმა და მერმა უნივერსიტეტსა და ზოგადად, საქართველოს შესახებ ისაუბრეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება