20 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის რიგით მე-5 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციაში წინა წლებთან შედარებით, მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. კონფერენციის 300-მდე მონაწილე 8 სექციაში გადანაწილდა. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად და ძალზე აქტიურად იმუშავა მევენახეობა-მეღვინეობისა და მომავალ სტუდენტთა სექციამ, ეს უკანასკნელი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტდა.
პლენარული სხდომა, გამომსვლელთა სიმრავლისა და დამსწრე საზოგადოების რაოდენობიდან გამომდინარე, ორ საკონფერენციო დარბაზში პარალელურად მიმდინარეობდა.
კონფერენციის მონაწილეებს, საპატიო სტუმრებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას, უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, რექტორის მოადგილე - მარინა გედევანიშვილი და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი გოგიბერიძე მიესალმნენ.
მარინა გედევანიშვილმა ყურადღება გამახვილა კსუ-ზე, როგორც ერთ-ერთ მოწინავე და სწრაფად პროგრესირებად უნივერსიტეტზე, ისაუბრა აქ არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო-კვლევით ბაზებზე. კსუ-ს კანცლერმა, დამსწრე საზოგადოებას, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ბოლო პერიოდის სტატისტიკა მოკლედ გააცნო და კონფერენციის თითოეულ მონაწილეს წარმატება და პროფესიული წინსვლა უსურვა.
ჟურნალისტიკის, სოციალურ მეცნიერებათა და მომავალ სტუდენტთა სექციაში მონაწილე გამომსვლელებს ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელებმა ნინო ჭალაგანიძემ და თამარ კიკნაძემ მიმართეს. პროფესორმა თამარ პაიჭაძემ და მედიასტუდია ,,დროს-ს“ ხელმძღვანელმა თინა გაბუნიამ მათ წარმატებული პრეზენტაცია უსურვეს.
კონფერენციას ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის ატაშე - მოჯთაბა ქამრანფარდიც ესწრებოდა, რომელმაც ირანისტიკის სექციის მონაწილეები დამატებითი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
მე-5 საერთაშორისო კონფერენციის მიზნები რამდენიმე ძირითად პუნქტად გაიწერა:
მე-5 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები სექციების ხელმძღვანელებმა და კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს და სექციებში მუშაობის დასასრულს მათ სერტიფიკატები გადასცეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება