2 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბულგარეთის ორი უნივერსიტეტის (Veliko Tarnovo University, New Bulgarian University) წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები უნივერსიტეტის რექტორს კახაბერ კორძაიასა და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
ბულგარეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა რექტორთან საუბრისას გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი პროექტების გახორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
სტუმრებმა ქართველ თანატოლებთან შეხვედრის დროს საკუთარი უნივერსიტეტების ფაკულტეტები, სასწავლო პროგრამები და მეთოდები მიმოიხილეს. მათი თქმით, სწავლება მშობლიურის გარდა ინგლისურ, ჩინურ და რუსულენოვან ჯგუფებში მიმდინარეობს.
მხარეებმა ინფორმაციის გაცვლის შემდეგ, სამომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება