22 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გამართა.
აქციაში, რომელიც სლოგანით - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ - ჩატარდა, უნივერსიტეტის ქართველ და უცხოელ სტუდენტებთან ერთად, ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც აქტიურად ჩაერთნენ.
მოხალისეებმა ამ ჟესტით თანადგომა იმ ადამიანების მიმართ გამოხატეს, რომელთაც დახმარება ძალიან სჭირდებათ.
აქციაში მონაწილე დონორებს გამოკვლევები შემდეგ დაავადებებზე ჩაუტარდათ: აივ ინფექცია-შიდსი, C და B ჰეპატიტები, ათაშანგი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სისხლის გადახსმის საქალაქო სადგურს უკვე მესამედ უმასპინძლა.
სისხლის ბანკმა უნივერსიტეტს უანგარო დონორობის განვითარებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება