საქართველოს სტუდენტურმა ჩემპიონატმა კალათბურთში სტარტი აიღო.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდმა პირველი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართა.
გამარჯვება, დიდი უპირატესობით, 74:32 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს ერგო.
თამაშზე მოპოვებული 74 ქულიდან 22 ბექა ქარსივაძეს ეკუთვნის.
აღნიშნულ თამაშზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოთამაშის დავით დონაძის დებიუტი შედგა. დებიუტანტმა გუნდისთვის 10 ქულის მოტანა შეძლო.
მორიგი თამაში 25 ნოემბერს, 16:30 საათზე, ვერის ბაღში გაიმართება, სადაც ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სპორტის უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტუდენტურ ჩემპიონატს კალათბურთში საუნივერსიტეტო სპორტის ფედრაცია ატარებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება