აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, ტრადიციულად, სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა გამართა.
ღონისძიებაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რექტორები და აფხაზეთიდან დევნილი წარჩინებული სტუდენტები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) სტუდენტებს ჯოვანა აბლოთიას, მალხაზ კოხიას, გიორგი მოწაფიას, თამარ გაბისონიასა და სალომე ცხაკაიას სწავლაში მიღწეული წარმატებებისა და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
კსუ-ს სტუდენტები ასევე, ღონისძიების სპონსორებმა „ავერსმა“, „ლიბერთი ბანკმა“ და „ტერაბანკმა“ დაასაჩუქრეს.
ღონისძიებაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრის სპეციალისტმა ნანა გადელიამ სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა და უნივერსიტეტის სახელით მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საღამო კიდევ უფრო საინტერესო სტუდენტთა პუბლიცისტური კრებულის - „დებიუტი“ წარმოდგენამ გახადა.
კრებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელშეწყობით გამოიცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება