კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა იუსტიციის საერთაშორისო ცენტრის ტრენინგებს უმასპინძლა.
ტრენინგების კვირეული 20 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით გრძელდებოდა და მასში 50-მდე მსმენელი იყო ჩართული.
ტრენინგის მონაწილეთა შორის იყვნენ მოქმედი ადვოკატები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.
ტრენინგი ოთხ თემატიკაზე ჩატარდა, ესენია: „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: საქმიანობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემატური საკითხები“, ნაფიცმსაჯულთა სასამართლო: თანამედროვე გამოწვევები“ და „ სასამართლო უნარ_ჩვევები“.
ტრენინგების კვირეულის დასრულების შემდეგ, იუსტიციის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელმა თორნიკე კაპანაძემ და დირექტორმა ვლადიმერ მაჭარაშვილმა მონაწილეებს ახალი პროექტები გააცნეს და სერტიფიკატები გადასცეს.
იუსტიციის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება