10 ნოემბერს, სპორტულ კომპლექს არენა 1-ში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდმა შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდთან გამართა.
თამაშის პირველი ტაიმი კსუ-ს უპირატესობით დაიწყო და ტაიმის მიწურულს კახა ოსეფაშვილმა პირველი გოლის გატანაც შეძლო.
პირველი ნაწილის მსგავსად თამაშის მეორე ტაიმიც კსუ-ს უპირატესობით დაიწყო და გუნდს 2 გოლი გიგა დანელიამ და ლაშა ბეჭვაიამ შემატეს.
საბოლოო შედეგებით, თამაში 3:0, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა.
გამართული სამი ტურის შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 9 ქულით ჯგუფის ლიდერია.
შემდეგ ტურში კსუ-ს გუნდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება.
თასი ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება