კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი „Old Boys“ მხიარულთა და საზრიანთა გუნდების 2016 წლის ჩემპიონატის ფინალისტია.
ნახევარფინალური თამაშები 15 და 16 ნოემბერს გაიმართა, წარმოდგენილი 10 გუნდიდან ფინალში 4 გადავიდა.
16 ნოემბერს საკონკურსო ნომრებით მაყურებლის წინაშე 5 გუნდი - „Old Boys“, „მოდი ნახე“, „მწვანე“, „მონსტრების კორპორაცია“ და „ორი ლარი“ წარდგა.
მონაწილეებმა სამი ნომერი - მისალმება, კითხვა-პასუხი და სკეტჩი - ცნობილი სიუჟეტი წარმოადგინეს.
ნახევარფინალში „Old Boys“-მა, ამჯერად, 8 კაციანი შემადგენლობით ითამაშა.
გუნდებმა „Old Boys“ და „მოდი ნახე“ კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, თანაბარი ქულები მიიღეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
მხიარულთა და საზრიანთა გუნდების 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური თამაში 9 დეკემბერს გაიმართება, სადაც ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საჩხერის, გორისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი საქართველოს რეგიონული ლიგის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელშეწყობით ტარდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება