განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
მიმართულება სამართალი
სპეციალობა საჯარო სამართალი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია;
სპეციალობა საერთაშორისო სამართალი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია.
მიმართულება ბიზნესის ადმინისტრირება
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია.
მიმართულება ჯანდაცვა
სპეციალობა მედიცინა
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია.
სპეციალობა სტომატოლოგია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია.
კონკურსი ცხადდება 2016 წლის 13 ნოემბრიდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2016 წლის 14 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად:
1. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დამატებით საჭიროა:
პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება / იმიტირებული ლექციის ჩატარება (საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2016 წლის 19 დეკემბერს;
კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება 2016 წლის 20 დეკემბერს;
შედეგები გამოქვეყნდება 2016 წლის 20 დეკემბერს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 712
ტელ.: 261-12-98; 2 30-86-41; 210-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება