15 ნოემბერს საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის თემა „საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: მიღწევები და გამოწვევები“ იყო.
მოწვეული სტუმარი აუდიტორიას უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და პროფესორმა გია მეფარიშვილმა წარუდგინეს.
მინისტრმა შეხვედრაზე სამინისტროს ისტორიასა და სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა. კახა კახიშვილმა ასევე, ყურადღება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, მსჯავრდებულთა პენიტენციარულ დაწესებულებებში გადანაწილების პრინციპსა და სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობაზე გაამახვილა.
შეხვედრა დიალოგის ფორმატით წარიმართა. სტუდენტების დასმული კითხვები პენიტენციარულ სისტემაში არასრულწლოვანთა მდგომარეობას, მსჯავრდებულების დასაქმებას, დისციპლინარული ღონისძიებების განხორციელებას, საპროკურორო ზედამხედველობასა და 2007-2012 წლებში პატიმართა წამებაში ბრალდებულების პასუხისმგებლობას შეეხებოდა.
შეხვედრაზე მხარეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები სტაჟირებასა და პრაქტიკის გავლას შეძლებენ.
მინისტრის ინიციატივით პენიტენციარულ დაწესებულებებში სტუდენტთა ვიზიტი დაიგეგმა.
აღნიშნულ ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება