11 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პირველი დღე ჩატარდა.
კონფერენცია თემაზე - „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“ - იმართება.
პლენარულ სხდომაზე მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირინა შამილაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამართველოს უფროსმა მარიკა ოძელმა, კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, რექტორის მოადგილემ მარინა გედევანიშვილმა და პროფესორმა მინდია უგრეხელიძემ.
კონფერენციის მიზანი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტების მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით შესწავლაა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ექსპერტები, ახალგაზრდა მკვლევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კონფერენციის მეორე დღეს, 12 ნოემბერს, სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, ბიზნესისა და ეკონომიკის სექციები იმუშავებს.
ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება