5 ნოემბერს, „გარდენ ჰოლში“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
ცერემონიაზე 600-მდე კურსდამთავრებულს დიპლომი საზეიმო ვითარებაში დეკანებმა, პროგრამის ხელმძღვანელებმა და ლექტორებმა გადასცეს.
კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ, რექტორმა კახაბერ კორძაიამ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, რექტორის მოადგილემ მარინა გედევანიშვილმა მიულოცეს.
ღონისძიებაზე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კედლის დიპლომი რექტორმა კახაბერ კორძაიამ გადასცა.
ცერემონიაზე სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ტორტი საზეიმოდ გაიჭრა.
ღონისძიება მუსიკალურად ბენდმა „LOUDspeakers”-მა და DJ-მ გააფორმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება