3 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაციის საჯარო დაცვა გაიმართა.
დოქტორანტ ირინა მუჯირის დისერტაციის თემა იყო - "ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაცია და ინოვაციური პროცესების აქტივიზაცია".
მომხსენებელმა ყურადღება თემის აქტუალობაზე, მეცნიერულ სიახლეზე, კვლევის მიზნებსა და ამოცანებზე გაამახილა. მან განმარტა, რომ კვლევის ძირითადი მიზანი საქართველოს ადამიანური კაპიტალის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინოვაციური პროცესებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების საფუძვლის მნიშვნელობის განსაზღვრაა. დოქტორანტის თქმით, მის მიერ ჩატარებული კვლევა ფაქტორებისა და მოვლენების ანალიზისადმი სისტემურ, კომპლექსურ და კრიტიკულ მიდგომას ეყრდნობა.
სადისერტაციო კოლეგია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხუთი და ორი მოწვეული პროფესორისგან შედგებოდა. მათი გადაწვეტილებით, დოქტორანტ ირინა მუჯირს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება