კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) მულტიმედია ცენტრის მიერ მომზადებულ სასწავლო-შემეცნებით გადაცემათა ციკლს - ,,რუსთველის სამყარო”, კსუ საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას 4 ნოემბერს, 11 საათზე საზეიმო ვითარებაში გადასცემს.
რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, გადაცემათა ციკლს - ,,რუსთველის სამყარო”, უნივერსიტეტი (CIU) და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB) ერთობლვად წარუდგენს.
21 რეგიონული ტელევიზია საკუთარი აუდიტორიისთვის უნივერსიტეტის (CIU) მულტიმედია ცენტრის მიერ მომზადებულ რვა გადაცემას გახდის ხელმისაწვდომს:
საზოგადოების ფართო წრეებისთვის კარგად ცნობილი ფილოლოგი და ლიტერატურათმცოდნე - თამაზ კვაჭანტირაძე, მრავალი სატელევიზიო გადაცემის ავტორი და წამყვანი გვესაუბრება და გვაზიარებს პოემის, ბოლომდე ჯერ კიდევ, ამოუცნობ სამყაროს.
აღნიშნული პროექტი ნაწილია GARB -ისა და CIU -ს მრავალწლიანი პარტნიორული თანამშრომლობის, რომელიც მოიცავს სტუდენტთა სტაჟირებებს, საერთო საგანმანათლებლო და მედიაპროექტების წარმოებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება