1 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს პეტერბურგის კინოსტუდია ”კინოკუნძულის“ ხელმძღვანელები და მოსწავლეები ესტუმრნენ.
შეხვედრა 305-ე აუდიტორიაში შედგა, უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგილული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რუსეცკიმ სტუმრებს აღნიშნულ აუდიტორიაში ჩატარებული ღონიძიებების შესახებ უამბო და უნივერსიტეტის ისტორია გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, კინოსტუდია „კინოკუნძულის“ მოსწავლეების მიერ გადაღებული ფილმის „გაკვეთილის“ ჩვენება და განხილვა მოეწყო.
შეხვედრის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და კინოსტუდია „კინოკუნძულის“ გენერალურმა დირექტორმა ანა სავჩუკიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოასწერეს ხელი.
კინოსტუდიის პედაგოგმა, კინოსა და თეატრის მსახიობმა ევგენია პავლოვმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკლავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ეფექტური კომუნიკაციის დამყარების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა.
უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პროდიუსერმა რუსუდან კვარაცხელიამ კინოსტუდიის მოსწავლეებს ცენტრის ბაზაზე მომზადებული სიუჟეტები უჩვენა და სცენარის წერის პრინციპები გააცნონ.
შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული „მარანი კოლხი“ დაათვალიერეს, ქართული ტრადიცული კერძები და სასმელები დააგემოვნეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება