Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პან-ევროპულ უნივერსიტეტში,
ბრატისლავა (სლოვაკეთი)
2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი, 2016
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი პანევროპული უნივერსიტეტი (სლოვაკეთი) აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ან სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტებს.
მობილობის ვადები:
სტუდენტთა მობილობა უნდა განხორციელდეს 2017 წლის გაზაფხულის სემესტრში (3 თვე).
საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 1
სტიპენდიის ოდენობა:
2.710 ევრო (სამოგზაურო გრანტის (360 ევრო) ჩათვლით)
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
კონკურსის მიმდინარეობისას სტუდენტი უნდა ირიცხებოდეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შესაბამის საფეხურზე;
სტუდენტი უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
პასპორტის ასლი;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი დანართითურთ (ასლი);
CV (ინგლისურ ენაზე);
სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (TOEFL ან IELTS). შესაბამისი სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში კონკურსანტი ინგლისური ენის ტესტირებას კსუ-ში გაივლის.
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: irs@ciu.edu.ge . კ
ანდიდატებმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ: Erasmus+ პან-ევროპული უნივერსიტეტი
შერჩევის პროცედურა:
სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა;
ინგლისური ენის ტესტირება (B2 დონე) (TOEFL ან IELTS სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში);
გასაუბრება კომისიასთან.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება;
ენობრივი კომპეტენცია;
მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
სვეტლანა კირაკოსიან
(ოთახი 515)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება