გაცვლითი პროგრამა ალკალას უნივერსიტეტში კსუ-ს სტუდენტებისთვის
2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი ალკალას უნივერსიტეტი (ესპანეთი) აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს.
აკადემიური მობილობის ფარგლებში, უნივერსიტეტებს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე მოხდება გავლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
2 საკონკურსო ადგილი.
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: irs@ciu.edu.ge. აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ „ალკალას უნივერსიტეტი“.
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 9 ნოემბერი, 2016 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
პასპროტის ასლი;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
CV.
შერჩევის პროცედურა:
სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა;
გასაუბრება კომისიასთან.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
მოტივაცია;
აკადემიური მოსწრება;
ენობრივი კომპეტენცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
სვეტლანა კირაკოსიან
(ოთახი 515)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება