28 ოქტომბერს „თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016“-ის ფარგლებში ქუჩის კალათბურთში ფინალური თამაშები გაიმართა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდმა ბოლო თამაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გამართა, ანგარიშით 12:7 დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.
საკუთარ გუნდს ქულები ვაკა ბიჭაშვილმა (5 ქულა), ბაქარ გაბისონიამ (4 ქულა) და ბექა შველიძემ (3 ქულა) მოუტანეს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი „თბილისის სტუდენტურ ოლიმპიადა“-ში უკვე ორი წელია წარმატებით მონაწილეობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება