21 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში პოეზიის საღამო მოეწყო. ღონისძიების დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კსუ-ს კანცლერის მოადგილის, თენგიზ დონაძის ხსოვნას.
საღამოზე ახალგაზრდა პოეტები - ნიკოლოზ რიხტონი, ოთარ ფალიანი, გურამ თათულაშვილი, დავით სულთანიშვილი, გიორგი ბალახაშვილი, სულხან წულუკიძე და ნიკა ქვრივიშვილი - მონაწილეობდნენ. პოეზიის საღამო მუსიკალურად მევიოლინე თამარ მასხულიამ გააფორმა. ღონისძიებას კსუ-ს სტუდენტების გარდა სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ და სწორედ მათ შორის აღმოჩნდნენ ის პოეტებიც, რომლებმაც საკუთარი ლექსებით საღამოს კიდევ უფრო გალამაზება შეძლეს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით მსგავსი სახის აქტივობა უკვე მეორედ ჩატარდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება