19 ოქტომბერს, თსუ-ს სააქტო დარბაზში, საქართველოს რეგიონალური ლიგის მესამე მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა.
მეოთხედფინალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, სამტრედიისა და ხაშურის გუნდები მონაწილეობდნენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი Old Boys მაყურებლის წინაშე შვიდკაციანი შემადგენლობით წარდგა და პირველი ადგილი დაიკავა.
Old Boys-მა ნახევარფინალში თამაშის უფლება 5.9 ქულით მოიპოვა და ჟიურიმ მეოთხედფინალური შეხვედრების საუკეთესო გუნდად დაასახელა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან ერთად ნახევარფინალში 5.4 ქულით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამტრედიის გუნდები გადავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალი 15-16 ნოემბერს გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება