კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და studentjob.ge გიწვევთ დასაქმების ფორუმში
27 ოქტომბერს, 11:00-დან 14:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცენტრალური კორპუსის 101 აუდიტორიაში გაიმართება დასაქმების ფორუმი.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი 25-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია. აღნიშნული ფორუმი მოგცემთ საშუალებას, პოტენციურ დამსაქმებლებს გააცნოთ საკუთარი თავი და ხელი შეუწყოთ საკუთარ კარიერულ წინსვლას. კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გაესაუბრებიან.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ: თიბისი ბანკი, ვითიბი ბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, სადაზღვევო კომპანია „ირაო“, სადაზღვევო კომპანია „ქართუ“, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი“, სადაზღვევო კომპანია „არდი“, სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“, ფარმაცევტული კომპანია PSP, ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“, ფარმაცევტული კომპანია „ფარმადეპო“, Beeline, Radisson Blu Iveria, Hotel Holiday Inn Tbilisi, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO, ანა ჯალაღონიას საადვოკატო ბიურო, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, სამედიცინო ცენტრი „ციტო“, HR აუთსორსინგი, მულტიმედია ჰოლდინგი „პალიტრა მედია“, ვისოლ ჯგუფი (ვისოლ პეტროლიუმი, ეარ ვისოლი, ვისოლ გაზი, ვისოლ ბუნკირება, ვისოლ გაზის სადისტრიბუციო კომპანია, სუპერმარკეტების ქსელი ,,სმარტი“, საფეხბურთო კლუბი ტორპედო, ვისოლ ავტო ექსპრესი, დელტა ჰოლდინგი, ველაჯიო).
დასწრება შეუძლია ყველა მსურველს (კსუ-ს სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებსაც).
რჩევა: დასაქმების ფორუმზე თან იქონიეთ თქვენი CV-ის რამდენიმე ასლი, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლებს წარუდგენთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ciu.edu.ge.
გისურვებთ წარმატებებს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება