დოკუმენტური ფილმის ჩვენება კსუ-ში
19 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის - "მცხეთა-მეორე იერუსალიმი"- ჩვენება გაიმართა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ფილმის რეჟისორი, ბოლონიისა და პალერმოს უნივერსიტეტების დოქტორი თამარ მახარაძე, დეკანოზი გიორგი ბასილაია და დეკანოზი გურამ გურამიშვილი ესწრებოდნენ.
მცხეთა-მეორე იერუსალიმი - ეს მოსაზრება ფილმში არაერთი ისტორიულ-რელიგიური ფაქტითაა განმტკიცებული.
სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტმა მარინა უგულავამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ფილმის ჩვენებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად თბილისის 207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.