კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტების დისერტაციის საჯარო დაცვა გრძელდება.
ამჯერად დისერტაცია თემაზე - ფირმის ორგანიზაციულ-მარკეტინგული სისტემების სრულყოფა - დოქტორანტმა ანა წულაიამ წარმოადგინა.
დოქტორანტმა მოხსენება საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში მარკეტინგის არსსა და მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო. მან, ასევე ფირმაში მარკეტინგის სამსახურის ორგანიზაცია საქართველოს მაგალითზე წარმოადგინა და აუდიტორიას ფირმის ორგანიზაციულ-მარკეტინგული სისტემის ეფექტიანობის ამაღლების გზები გააცნო.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხუთი და ორი მოწვეული პროფესორისგან შემდგარი სადისერტაციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, ანა წულაიას ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
დაცვას უნივერსიტეტის (კსუ) რექტორი კახაბერ კორძაია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, რექტორის მოადგილე მარინა გედევანიშვილი ესწრებოდნენ. შემაჯამებელი სიტყვისას რექტორმა დაცვის პროცედურა დადებითად შეაფასა, მარინა გედევანიშვილმა კი ყურადღება სწავლების მესამე საფეხურის - დოქტორანტურის უნივერსიტეტში არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
შეგახსენებთ, რომ ანა წულაია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მეორე დოქტორანტია, რომელსაც ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება