6 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველად, სადოქტორო დისერტაციის დაცვა შედგა.
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ანა კატუკიამ დისერტაცია თემაზე - "მოტივაციის კვლევა შედარებით მენეჯმენტში" - დაიცვა.
თემის აქტუალურობა, კვლევის მიზანი და ამოცანები, თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები, ნაშრომის მეცნიერული სიახლე - ეს იმ კომპონენტთა არასრული ჩამონათვალია, რომელზეც დოქტორანტმა საჯარო დაცვაზე ისაუბრა.
შვიდი წევრისგან შემდგარი სადისერტაციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, ანა კატუკიას ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა და სადისერტაციო კოლეგიის წევრმა მარინა გედევანიშვილმა ანა კატუკიას, კანცლერის ვახტანგ წივწივაძის ხელმოწერით დადასტურებული სამახსოვრო სიგელი გადასცა.
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ანა წულაიას დისერტაციის დაცვა 13 ოქტომბერს, 17 საათზე გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება