30 სექტემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პოეტ ედუარდ უგულავას წიგნის - „ვერცხლის ტყვიები“ - წარდგინება და პოეზიის საღამო გაიმართა.
საღამოს პოეტის მეგობრები, მწერალთა კავშირის წევრები, მკითხველები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები და სტუმრები პოეტის მშობლიური რაიონიდან, ხონიდან ესწრებოდნენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ღვინის თეატრმა“ ედუარდ უგულავასთან ერთად მაყურებელს 40 წუთიანი პროგრამა შესთავაზა. ღონისძიებაზე ხონის ლიტერატურული წრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა ედუარდ უგულავას საბავშვო ლექსები წაიკითხეს.
აღსანიშნავია, რომ პოეზიის საღამოზე პოეტის დედა, ხონის სახალხო თეატრის მსახიობი გულიადა სანოძე და შორენა ჩხიკვიშვილი მონაწილეობდნენ.
პოეზიის საღამო მუსიკალურად კომპოზიტორმა და შემსრულებელმა მიხეილ ზაქარიაშვილმა ედუარდ უგულავას ლექსებზე შექმნილი საკუთარი სიმღერებით გააფორმა.
ლექსების კრებული - „ვერცხლის ტყვიები“ - გამომცემლობა „კალმოსანმა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს დაფინანსებით გამოსცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება