30 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ უმაღლესი განათლების ახალი პერსპექტივები ტურიზის მიმართულებით“.
შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეებმა ტურიზმის მიმართულებით უმაღლესი განათლების ახალი შესაძლებლობები ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების კონტექსტში განიხილეს.
შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მარინა გედევანიშვილმა გახსნა და სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია და საქმიანობა გააცნო.
ღონისძიებას უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის, ტურისტული სააგენტოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტურიზმის საერთაშორისო დღეს უკვე მესამე წელია აღნიშნავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება