განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შემდეგ პროგრამებზე:
საბაკალავრო პროგრამები
- ტურიზმი - 2500 ლარი;
- მენეჯმენტი - 2500 ლარი;
- ფინანსები - 2500 ლარი;
- სამართალმცოდნეობა - 2500 ლარი;
- საერთაშორისო ურთიერთობები - 2500 ლარი;
- ჟურნალისტიკა - 2500 ლარი;
- ფარმაცია- 2250 ლარი.
ერთსაფეხურიანი პროგრამები
- მედიცინა - 2250 ლარი;
- სტომატოლოგია - 2250 ლარი.
სამაგისტრო პროგრამები
- სამართალი - 2500 ლარი;
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი - 2500 ლარი;
- საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო უსაფრთხოება - 2500 ლარი;
- საერთაშორისო მარკეტინგი - 2500 ლარი;
- ქართული მევენახეობა-მეღვინეობა - 2500 ლარი.
უცხოენოვანი პროგრამები:
- ფინანსების რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 240 კრედიტი (4 წლიანი) - 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
- სტომატოლოგიის რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 300 კრედიტი (5 წლიანი) - 3500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
- ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 247 კრედიტი (4 წლიანი) - 2800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
- ფარმაციის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 240 კრედიტი (4 წლიანი) - 3300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
- მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 360 კრედიტი (6 წლიანი) - 4300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
- სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 300 კრედიტი (5 წლიანი) - 3800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (http://eqe.ge) რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 27 ივლისიდან 18 აგვისტოს 18:00 საათამდე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო, მედიცინისა და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი სწავლების საფეხურზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) განხორციელდება 2016 წლის 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტები რეგისტრაციისას ვალდებულნი არიან წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ბაკალავრიატში/ ერთსაფეხურიან პროგრამებზე:
- პირადობის მოწმობა/პასპორტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
- 2 ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე;
- ცნობა პირველადი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტობის შესახებ;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან ან ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
მაგისტრატურაში:
- პირადობის მოწმობა/პასპორტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
- 2 ფოტოსურათი 3X4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკზე);
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან ან ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
- მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
- ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
მობილობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კსუ-ს სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტს:
ტელ: (+995 32) 261 12 98 (შიდა 115); (+995 32) 294 59 92 (შიდა 115).