უწყვეტი განათლების სამსახური TEMPUS-ის პროექტის CruiseT-ისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ფარგლებში გთავაზობთ ტრენინგ კურსს “კვების პროდუქტებისა და სასმელების ხარისხის მართვა ტურიზმში”.
სამიზნე ჯგუფი: აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია ტურიზმის დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის, სასტუმროებში, რესტორნებში, სურსათით რეალიზაციის ქსელებში და ადგილობრივ მთავრობაში დასაქმებულთათვის.
კურსის მიზანია: დაინტერესებულ პირებსა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია კვების და სასმელების უვნებლობის და ხარისხის კრიტერიუმების, კლასიფიკაციის ნიშნებში, ხარისხზე მოქმედი ფაქტორების შესახებ, ცალკეული სასაქონლო ჯგუფისთვის შენახვის პირობების დაცვის შესახებ.
თემები: კურსის მსვლელობისას მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:
1. სურსათის უვნებლობა და ხარისხი;
2. კვების პროდუქტების და სასმელების ხარისხის განმსაზღვრელი მაჩვენებლები და ხარისხის ფორმირებაზე მოქმედი ფაქტორები;
3. კვების პროდუქტების სამომხმარებლო თვისებების და ბალანსირებული კვების განსაზღვრა;
4. ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ხარისხის მაჩვენებლები და შენახვის პირობები;
5. სასურსათო საქონლის შენახვა და მისი გავლენა ხარისხზე.
კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე
კურსის მიმდინარეობა: 04.03.- 06.03.2016
ხელმძღვანელი: ლია ბერიკაშვილი
კურსი უფასოა, მისი დასრულებისას გაიცემა ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება