კსუ-ს თბილისში ერაყის საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ. უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი პროფესორი კახაბერ კორძაია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვიცე" /> კსუ-ს თბილისში ერაყის საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ. უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი პროფესორი კახაბერ კორძაია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვიცე" /> კსუ-ს თბილისში ერაყის საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ. უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი პროფესორი კახაბერ კორძაია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვიცე">
9 დეკემბერს, კსუ-ს თბილისში ერაყის საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ. უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი პროფესორი კახაბერ კორძაია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვიცე-რექტორი მარინა გედევანიშვილი და ვიცე-რექტორი ვახტანგ წივწივაძე ესწრებოდნენ.
ერაყის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჰუსეინ ტაანმა იმ ხელშეკრულების სამუშაო ვერსია და ნიმუში გადასცა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომელიც სამომავლოდ ერაყის განათლების სამინისტროსთან გაფორმდება, რაც კსუ-ს სასწავლო პროგრამების ერაყის რესპუბლიკაში აკრედიტაციას გულისხმობს.
შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს პირობები, სასწავლო პროგრამები, სტუდენტების აკადემიური მოსწრების საკითხები და სამომავლო გეგმებიც დასახეს.
შეხვედრის ფარგლებში, კსუ-ს წარმომადგენლებმა სტუმრებს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სასწავლო ბაზა და ლაბორატორიები დაათვალიერებინეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება