კსუ-ს გუნდმა საუკეთესო ქულებით შეძლო ფინალურ ეტაპზე გადასვლა. კსუ-ს გუნდი &" /> კსუ-ს გუნდმა საუკეთესო ქულებით შეძლო ფინალურ ეტაპზე გადასვლა. კსუ-ს გუნდი &" /> კსუ-ს გუნდმა საუკეთესო ქულებით შეძლო ფინალურ ეტაპზე გადასვლა. კსუ-ს გუნდი &">
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი კავეენში ნახევარფინალი ჩატარდა.
შეჯიბრების ხელშემწყობია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
ნახევარფინალურ ტურში 19 გუნდი მონაწილეობს, მათგან ერთ-ერთი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი - „Old Boys” გახლავთ.
იუმორისტული შეჯიბრება საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, პირველ ნაწილში ჟიურის კითხვებს მონაწილე გუნდები სპონტანურად პასუხობდნენ, შედეგები კი ქულების სახით მათ საბოლოო რეიტინგს მიემატა. თითოეული კითხვის შემდეგ მონაწილე გუნდებიდან რომელიმე დროებით ეთიშებოდა თამაშს. კსუ-ს გუნდმა „Old Boys”, ბათუმის ,,ნეპტუნის“ წარმომადგენლებთან ერთად, ამ დავალებას თავი კარგად გაართვა და 22 ნოემბერს მოთამაშე 7 გუნდიდან 2 მაღალქულიან მოთამაშე ჯგუფს შორის დაიკავა ადგილი. წარმატებული გამოდგა თამაშის მეორე დასკვნითი ეტაპიც, სადაც კსუ-ს გუნდმა საუკეთესო ქულებით შეძლო ფინალურ ეტაპზე გადასვლა. კსუ-ს გუნდი „Old Boys” – 5,9 ქულა, გუნდი ,,რაშა“ – 5,5 ქულა და ,,ნეპტუნი“ – 5,3 ქულა.
შეგახსენებთ, რომ კავეენის ფინალი 17 დეკემბერსაა ჩანიშნული - საუკეთესო გუნდი ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება