16 ნოემბერს „განათლების რეგიონალური გამოფენა 2015“ -მა სტარტი რუსთავიდან აიღო.
გამოფენაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლები მონაწილეობენ.
აღნიშნული გამოფენა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველი პროექტია, რომელიც რეგიონებს მოიცავს. გამოფენა 16 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება: რუსთავი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.
უნივერსიტეტებმა ინფორმირებისა და წახალისების მიზნით, აბიტურიენტებს სასაჩუქრე პაკეტები დაურიგეს.
"განათლების რეგიონალური გამოფენა 2015“-ში სულ, საქართველოს 13 უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება