11 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის პირველკურსელები სასწავლო-სალაშქრო ტურით შიომღვიმის მამათა მონასტერს ეწვივნენ.
სტუდენტები გაეცნნენ მონასტრის ისტორიას და დაათვალიერეს ისტორიული ძეგლი. ამასთანავე სტუდენტებმა შიომღვიმის მონასტრის მახლობლად მდებარე X საუკუნის ჯვართამაღლების ეკლესია მოინახულეს.
საფეხმავლო მარშრუტი მთლიანობაში 20 კმ-მდე მანძილს მოიცავს. ლაშქრობის ორგანიზება ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატმა უზრუნველყო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება