კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
• სამართლის სადოქტორო პროგრამა - 10 ადგილი;
• ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა - 10 ადგილი.
საბუთების მიღება იწარმოებს 31 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით. შიდა გამოცდა ჩატარდება 26 სექტემბერს. რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
• კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
• ორი რეკომენდაცია;
• ფოტოსურათი, ზომით 3X4 (სმ);
• მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
• ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს).
• ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში, ან მას უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასას;
• საკვლევი თემის აქტუალურობის დასაბუთება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება