კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შეხვდა. გიორგი აბაშიშვილი სტუდენტებს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ამ მხრივ დღეს არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ესაუბრა. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხზე გაამახვილა. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. აუდიტორიის კითხვები ქვეყნის ეკონომიკურ სტრატეგიას, ლარის დევალვაციაზე მოქმედ შიდა და გარე ფაქტორებს შეეხებოდა. გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრისას ქვეყნის განვითარების პროცესში ეკონომიკური პროგნოზირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება