კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოსთან ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს _ „ბუნება მბრძანებელია“ _ ატარებს. ინტელექტუალური შეჯიბრის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა. თემატური კითხვები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვითაა შედგენილი. 6 ივნისს პროექტში რუსთავის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. გამარჯვება N2 სკოლამ მოიპოვა, რომელიც ფინალურ თამაშში სხვა სკოლებს დაუპირისპირდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება