კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, წარჩინებულ სტუდენტებს პროექტის _ „smart students“_ ფარგლებში, ტრენინგი ჩაუტარდათ.
„საქმიანი ურთიერთობის, ბიზნესეტიკეტისა და საქმეთწარმოების კურსი“ როგორც თეორიულ, ისე ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებას შეიცავდა.
ოთხდღიანი ტრენინგის ბოლოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ანა ჯალაღონიას საადვოკატო ბიუროსთან მემორანდუმი გააფორმა.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს საადვოკატო ბიუროში სასწავლო და პროფესიული პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მიეცემათ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აღნიშნული ტრენინგები წარჩინებული სტუდენტების გამოვლენისა და მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ტარდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება