კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მევენახეობა-მეღვინეობისა და აგროტექნოლოგიის ფაკულტეტზე, უნივერსიტეტის კანცლერმა და ფაკულ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მევენახეობა-მეღვინეობისა და აგროტექნოლოგიის ფაკულტეტზე, უნივერსიტეტის კანცლერმა და ფაკულ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მევენახეობა-მეღვინეობისა და აგროტექნოლოგიის ფაკულტეტზე, უნივერსიტეტის კანცლერმა და ფაკულ">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მევენახეობა-მეღვინეობისა და აგროტექნოლოგიის ფაკულტეტზე, უნივერსიტეტის კანცლერმა და ფაკულტეტის წარმომადგენლებმა 77 სახეობის/დასახელების ვაზის სავენახე მეურნეობა გააშენეს.
ფაკულტეტის მთავარი ამოცანა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა, რომლებიც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ტრადიციებს გამოიკვლევენ ამ დარგს უფრო ღრმად შეისწავლიან. სასწავლო პროგრამაში დიდი ყურადღება მიექცევა საეკლესიო ღვინის - ზედაშეს წარმოებასა და მის თავისებურებებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის მაღალ დონეზე განხორციელების მიზნით, უნივერსიტეტში შეიქმნა უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა _ მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი, რაც კვლევითი კომპონენტის მაღალ დონეზე განხორციელებას შეუწყობს ხელს.
უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში ეთნოგრაფიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესორ- მასწავლებელთაგან შეიქმნა მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, დაიგეგმა სამეცნიერო-საინფორმაციო-პოპულარული ფილმების მომზადება, რომლებიც მეღვინეობა-მევენახეობის სფეროს ისტორიასა და მის განვითარებას შეეხება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება