კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონელ ჟურნალისტთა კავშირის წევრისა და ფოტოგრაფის პეტრე ჰლებოვიჩის ფოტოგამოფენა და ლექცია მოეწყო, თემაზე: „სმოლენსკის ტრაგედიის მე-5 წლისთავი - კატასტროფა თუ მკვლელობა“.
სტუდენტებთან მომხსენებელმა ქართველი და პოლონელი ერის კავშირზე, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მოღვაწეობაზე, სმოლენსკის ტრაგედიის დეტალებსა და კატინში მიმავალი პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფასა თუ მკვლელობაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ხსოვნა დარჩეს ჩვენს შთამომავლებში“. შეხვედრის დასასრულს განაცხადა პეტრე ჰლებოვიჩმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება