კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანება და არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიის განვითარების" ეგიდით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „პროფესიული სპორტული მენეჯმენტის ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში“. კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროების, საქართველოს სპორტის აკადემიის, სპორტული ფედერაციებისა და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ. შეხვედრის მთავარ თემას საქართველოში სპორტული მენეჯმენტისა და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება, სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის ხარვეზების წარმოჩენა და პროფესიული მენეჯმენტის პრობლემების რეალური გადაჭრის გზების ძიება წარმოადგენდა. შეხვედრის დასარულს სპორტული მენეჯმენტის განვითარების კუთხით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან მომავალი თანამშრომლობის გეგმები დაისახა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება