კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე შეხვდა. „ყველამ თავის პროფესიაში, თავისი მიხეილ თუმანიშვილი უნდა ეძებოს“, - ეს იყო მთავარი რჩევა, რომელიც მსახიობმა სტუდენტებს გაუზიარა. ნინელი ჭანკვეტაძემ აუდიტორიას სამომავლო გეგმებიც გააცნო, რომელიც მის მიერ ჩამოყალიბებულ ფონდს შეეხებოდა. ფონდი - „დღეს“ ახალგაზრდული პროექტებისა და ფესტივალების მხარდამჭერია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება