კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა გამართეს თემების პრეზენტაცია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს ინსტიტუციური მოწყობის პრაქტიკაში გატარების პრობლემურ და დადებით ასპექტებზე, სადაც ასევე წარმოადგინეს მათი შესრულების სამართლებრივი ანალიზი. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს შემდეგი თემები: დეცენტრალიზაციის პრობლემები ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულში, გამგებლის/მერის უნდობლობის გამოცხადების სამართლებრივი პრობლემები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებასა და გამგებლის/მერის უფლებამოსილებას შორის თავსებადობა - სხვაობათა ანალიზი. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ესწრებოდა, რომელმაც სტუდენტების ნამუშევრებზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და რეკომენდაციები გაუწია. პრეზენტაცია სასწავლო კურსის _ „ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალური სამართალი“ _ ფარგლებში ჩატარდა (პროფესორი ამირან ზეინაშვილი).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება