10 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ პროცესზე განიხილეს საქმე _ „საქართველო ილიას წინააღმდეგ“.
იმიტირებული პროცესი პროფესორ გია მეფარიშვილის საგნის _ „სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა საქართველოში“_ ფარგლებში ჩატარდა.
პროცესის მსვლელობას ფაკულტეტის დეკანი – ზუხრა მაცაბერიძე, დოქტორანტურისა და ბაკალავრიატის სტუდენტები ესწრებოდნენ.
სამართლის სტუდენტები ნაფიცი მსაჯულის, მოსამართლისა და მხარეების სტატუსით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში უშუალოდ ჩაერთნენ და დანაშაულში ბრალდებულს ვერდიქტი გამოუტანეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება