კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო“_სთან ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს _ „ბუნება მბრძანებელია“ _ ატარებს.
30 მაისს პროექტში მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლები მონაწილეობდნენ. გამარჯვება სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პროექტის თითოეულ მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შემდეგ ტურში ერთმანეთს რუსთავისა და გარდაბნის სკოლები შეხვდებიან. ინტელექტუალური შეჯიბრის _ „ბუნება მბრძანებელია“ _ მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობაა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება