კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ხარისხის უზუნველყოფის სამსახურის უფროსსა და რექტორს სამი არსამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კულტურის ცენტრის „მედ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ხარისხის უზუნველყოფის სამსახურის უფროსსა და რექტორს სამი არსამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კულტურის ცენტრის „მედ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ხარისხის უზუნველყოფის სამსახურის უფროსსა და რექტორს სამი არსამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კულტურის ცენტრის „მედ">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ხარისხის უზუნველყოფის სამსახურის უფროსსა და რექტორს სამი არსამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კულტურის ცენტრის „მედიტერანეო“-ს წარმომადგენლები შეხვდნენ. ცენტრი სამი ქვეყნის: ესპანეთის, იტალიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებს აერთიანებს.
შეხვედრაზე თითოეული ქვეყნის წარმომადგენელმა როგორც ბაკალავრიატის, ისე სამაგისტრო გაცვლით პროგრამებსა და სტუდენტურ გამოწვევებზე ისაუბრა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სამი სტუდენტი, გაცვლითი პროგრამით, ესპანეთის ალკალას სერვანტესის სახელობის უნივერსიტეტში მიემგზავრება.
ესპანურ-ქართული კულტურული ასოციაცია „იბერია“-ს პრეზიდენტმა ქეთევან გორგილაძემ გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს ალკალას სერვანტესის სახელობის უნივერსიტეტის პრიორიტეტები გააცნო. მან, ასევე, კსუ-ს ადმინისტრაციას ორმაგი დიპლომის გაცემა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა შესთავაზა, როგორებიცაა: ტრენინგები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები.
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კულტურის ცენტრის მიზანია ქართველი სტუდენტების განათლების დონის გაღრმავება და ეროვნული კულტურის ფარგლებს გარეთ გატანა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება