2 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა: საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა; ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სტუდენტთა სამეცნიერო კავშირების ფორმირება, ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარება; ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურების სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება; სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება; სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის კონტაქტების დამყარება, ინტერპერსონალური ურთიერთობების ხელშეწყობა; უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი საქმიანობის დაკავშირება რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან. კონფერენცია 6 ძირითად სექციად მიმდინარეობდა. ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართალის, მედიცინისა და ბიზნესის ტრადიციულ თემატიკას ახალი საკვლევი პლატფორმა - ირანისტიკა დაემატა. ირანისტიკის სექციაში მონაწილე სტუდენდებმა საინტერესო მოხსენებები წარადგინეს და ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის ატაშემ მათ სპეციალური საჩუქრები გადასცა. კონფერენციაში 200-მდე სტუდენტმა, მაგისტრანტმა და დოქტორანტმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 20-მდე უცხოელი გამომსვლელი იყო. კონფერენციის დასასრულს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კოძაიამ და ფაკულტეტების ხელმძღვანელებმა მონაწილეები სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება