კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კეთილსინდისიერების საგანმანათლებლო ქსელს შორის (Integrity Education Network) გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კსუ-ში შეხვედრა გამართეს: აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის წარმომადგენლებმა. სტუდენტებთან შეხვედრის მთავარი თემა აუდიტში თანამედროვე აუდიტორული ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება იყო. წარმომადგენლებმა ასევე ყურადღება ანტიკორუფციული კულტურის შესწავლის შესაძლებლობებსა და აკადემიური თავისუფლების ხედვაზე გაამახვილეს. შეხვედრის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობა დაიგეგმა, რომელიც აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციაში კსუ-ს სტუდენტთა შესაძლო სტაჟირებას ითვალისწინებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება