ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასა და საქართველოს მედიის ასოციაციასთან ერთად, სოფლის მეურნეობის საკითხების გაშუქების გზამკვლევზე მუშაობა დაიწყო. პირველ სამუშაო შეხვედრაზე აგროსპეციალისტებმა, მედიაექსპერტებთან ერთად, პროექტის მიზნები და სამოქმედო გეგმა განიხილეს. გზამკვლევი ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის საკითხების უფრო მაღალი პროფესიული სტანდარტებით გაშუქების საშუალებას მისცემს და დარგის სპეციფიკას გააცნობს. პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად გორის, თელავის, ბათუმის, ახალციხის უნივერსიტეტები და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება