კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის პირველი და მეოთხე კურსის სტუდენტები სალექციო კურსის _ ,,სასტუმროს ფრონტ-ოფისის მენეჯმენტი“ _ ფარგლებში სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტსა“ და ,,თბილისი მარიოტს“ ეწვივნენ. სტუდენტები ფრონტ-ოფისის მუშაობის გარდა, სასტუმროს სამომხმარებლო პაკეტებს, მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და სასტუმროს ნომრები, საკონფერენციო დარბაზები დაათვალიერეს. აღნიშნული სალექციო კურსის ფარგლებში, მსგავსი პრაქტიკული გასვლითი ღონისძიება პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება